17:43 | 2021-09-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თავდამსხმელმა საავადმყოფოსთან ქალს სახეში მჟავა შეასხა  – მიმდინარეობს გამოძიება 

თავდამსხმელმა საავადმყოფოსთან ქალს სახეში მჟავა შეასხა  – მიმდინარეობს გამოძიება 

13 სექტემბერს საბერძნეთში, „ნიკეას“ საავადმყოფოსთან ქალს 57 წლის მამაკაცი თავს დაესხა და სახეში მჟავა შეასხა. 63 წლის ქალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დანაშაულის მოტივად კი ქალის მხრიდან მასზე გაუპატიურების მცდელობა დაასახელა.

 

დაკავებულის განცხადებით, 63 წლის ქალბატონი მისი სიდედრია, თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსია რამდენჯერმე შეცვალა.

 

რამდენიმე საათში შედგება სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X