
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ექიმების დაკვირვების ქვეშ 55 პირი იმყოფება, რომელთაგან 51 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დრომდე, საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
დღეს კი საკარანტინე ზონას 3 პირი – 2 სამხედრო მოსამსახურე და 1 მოქალაქე დატოვებს.






















