
თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა. პატრიარქის მოწოდება რუსული მედია ავრცელებს.
„მე არასოდეს არ ვიტყოდი ამას, რომ არა წმინდა მარიამ ეგვიპტელის მაგალითი“ – უთხრა მრევლს წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად რუსეთის საპატრიარქომ ზიარების წესიც უკვე შეცვალა.
ზიარების შემდეგ, საზიარებელი კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ერთჯერადი ტამპონით, რომელიც ჩაიყრება წყალში და უტილიზაცია გაუკეთდება, – ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამ დროისთვის რუსეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1534-ია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 64.






















