00:21 | 2021-11-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“თავიდან გემრიელი იყო. ახლა უკვე “მომბეზრდა” – 80 წლის ვახტანგ ტატიშვილი მეუღლესა და იუბილეზე

“თავიდან გემრიელი იყო. ახლა უკვე “მომბეზრდა” – 80 წლის ვახტანგ ტატიშვილი მეუღლესა და იუბილეზე

ვახტანგ ტატიშვილი იუბილარია. არტისტი 80 წლის გახდა. თუმცა ამბობს, რომ შინაგანად 25 წლის ბიჭივითაა. ამგვარ შინაგან მხნეობას იუმორით და ველოსიპედით ინარჩუნებს.

 

“პრაიმტაიმის” მილოცვამ ძალზედ გაახარა. საიუბილეო თარიღი ოჯახის წევრების წრეში აღნიშნა.

 

განიცდის ახლობელი ადამიანების წასვლას, მათ შორის, თემურ წიკლაურისას. თუმცა დასძენს, რომ ცხოვრება გრძელდება და ადამიანებმა განწყობა არ უნდა დავკარგოთ.

 

ვახტანგ ტატიშვილი: – სუფრა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის გავშალე. ბევრი ადამიანი მირეკავს, მილოცავს, მე მადლობას და ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ ვეპატიჟები.

 

მე და დათო როსტომაშვილმა მოვილაპარაკეთ, რამდენი წლისაც გავხდებით, იმდენ ლარს ვჩუქნით ერთმანეთს. მე მოგებული ვარ, დათოზე 30 წლით უფროსი ვარ (იცინის).

 

 

– მეუღლემ როგორ მოგილოცათ?

 

– მეუღლემ ლოგინში.

 

… და შემდეგ გემრიელი საჭმელები მოგიმზადათ.

 

– თვითონაც გემრიელი იყო, თავიდან, ახლა უკვე “მომბეზრდა”. ერთი და იგივე საჭმლის ყოველდღე ჭამა, არ გინდა?

 

2021-11-24"მართლა მომნატრებია ეს ყველაფერი. ისე მოვილხინეთ, მე თვითონაც მიკვირდა" - ლაშა თაბუკაშვილი დაბადების დღის ამბებით

 

– იუმორი ძალიან გეხმარებათ მხნეობის შენარჩუნებაში?

 

– ხანდახან მეხმარება, ხანდახან – პირიქით. ჯერჯერობით, ვარ განწყობაზე. მიუხედავად ყველაფრისა, იუმორი აუცილებელია. მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდე. მხნედ და ოპტიმისტურად უნდა იყო. პოლიტიკოსების ბოდიალის, კიდევ, არ მესმის, რა. ყველანი, პოზიციაც და ოპოზიციაც ქართველები არიან და ერთმანეთის გინება როგორ შეიძლება?

 

– რას აკეთებთ იმისთვის რომ ფორმაში იყოთ?

 

– ცოტა ფორმაში რომ ვიყო, დილაობით ველოსიპედით დავდივარ. დიდი, სამთვლიანი ველოსიპედი გავაკეთე და შვიდ საათზე, მერიასთან, ველობილიკის წრეზე დავდივარ. ეს არის ჩემი დილის ვარჯიში. ცოტა ხანში შევინახავ ჩემს ველოსიპედს, სიცივეებია უკვე.

 

– გეგმები?

 

– მე როგორც ვიცი, დასავლეთში ხუთი კონცერტი გვექნება ახალი წლის დღეებში. თემურ წიკლაური ისე გვაკლია… მთელი ჩვენი გული წაიღო…

 

ძალიან ცუდი წელია. ზაფხულში ერთი წლით უფროსი ძმა დამეღუპა. უცებ წავიდა. სამხიარულო დროება არ არის, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრება გრძელდება და ჩვენც ვცდილობთ ფორმაში ვიყოთ… ასეა…

ავტორი: თამარ გონგაძე

X