20:05 | 2020-05-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

„თავიდან მათ არ უნდოდათ სიმართლის თქმა“ – ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი უჰანის ხელმძღვანელობაზე

„თავიდან მათ არ უნდოდათ სიმართლის თქმა“ – ჩინეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი უჰანის ხელმძღვანელობაზე

„თავიდან მათ არ უნდოდათ სიმართლის თქმა“,- ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელის, ჩჟუნ ნანშანის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ სურდა.

 

ამის შესახებ ნანშანმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

ნანშანი ხშირად უწოდებენ „SARS-ის გმირს“. 2003 წელს მწვავე რესპირატორულ სინდრომის ეპიდემიას აქტიურად ებრძვოდა.

 

ახლა კი სათავეში კორონავირუსთან ბრძოლას უდგას.

 

ჯერ კიდევ 20 იანვარს მან CCTV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემოდა.

 

მაშინ, როდესაც უჰანის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები კვირების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა და რომ პანდემია კონტროლირებადი იყო.

 

18 იანვარს ის უჰანს ეწვია. მისი თქმით, ჩასვლისთანავე მას უამრავმა ექიმმა და ყოფილმა სტუდენტმა დაურეკა. ისინი ნანშანს აფრთხილებდნენ, რომ სიტუაცია იმაზე უფრო რთული იყო, ვიდრე ამას ხელისუფლება ამბობდა.

 

ჩჟუნ ნანშანის განცხადებით, საეჭვო იყო ფაქტი, რომ 10 დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევები 41-ზე რჩებოდა.

 

„საწყის ეტაპზე ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ და შემდეგ მე ვთქვი, რომ შესაძლოა, ჩვენ გვყავს უფრო დიდი რაოდენობის ინფიცირებული.

 

მე არ დავიჯერე ეს შედეგები. მუდმივად ვეკითხებოდი რა იყო რეალური ციფრი. ვფიქრობ, რომ მათ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის ხალისი არ ჰქონდათ“, – თქვა ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა.

 

20 იანვარს ნანშანმა განაცხადა, რომ უჰანში უკვე 198 დადასტურებული შემთხვევა, სამი გარდაცვლილი და 13 ინფიცირებული ექიმი იყო.

 

ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან შეხვედრაზე მთავრობის მრჩეველმა უჰანის ჩაკეტვის რეკომენდაცია გასცა.

 

ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ უჰანი 23 იანვარს ჩაკეტა.

 

ამასთან, ჩინელი ეპიდემიოლოგი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X