
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს წარსულში ის ადამიანების ეკითხებოდნენ, რომლებიც ახლა მას აკრიტიკებენ.
მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, კოვიდპაციენტებთან რემდესივირის გამოყენებაზე ისაუბრა.
„პიროვნულ დავაში არ შემოგვყებით. მე პასუხს ვცემ ჯანდაცვის ყველა ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ჯანდაცვის ექსპერტს ან აღიარებულია ექსპერტთა საზოგადოების მიერ, ამავე დროს, თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კლინიცისტი ქვეყანაში.
სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ ძალიან გთხოვთ, ნუ ხმარობთ. რადგან ის არის ერთ-ერთი გამოცდილი ექიმი ქვეყანაში, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მას აკრიტიკებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში უნდა იყოს სხვადასხვა საშუალება, რომლის გამოყენების საშუალებაც კლინიცისტებსა და კლინიკურ ჯგუფის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება.























