
შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.
კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.
მთავრობას უნდა მიენიჭოს
უფლება, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე, საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე კრიზისული ვითარება დაარეგულიროს. ასევე, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცვლილებები კანონში მთავრობას საშუალებას მისცემს ეპიდსიტუაცია გააკონტროლოს↓↓↓
ან უნდა გაგრძელდეს
საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვის რაც საჭიროა, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში.
ან უნდა მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება რამდენიმე ასეული ინიფიცირებული, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ცვლილებების წინააღმდეგია და არადემოკრატიულ ინიციატივად აფასებენ.
ოპოზიცია ახალ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე მისცემს, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები დამტკიცდება, შესაძლოა მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდში შეძლოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების აკრძალვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდილობს მოიპოვოს ბერკეტი პოლიტიკური განწყობების ჩასახშობად ↓↓↓
კარანტინის დროს – რაც კი გვინახავს ჩვენ ამ
ქალაქების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანების სახლში გამოკეტვა და სხვა, რასაც სჭირდებოდა პარლამენტის ნებართვა, ახლა ყველაფერს გააკეთებს მთავრობა.
საკმარისია, არ მოეწონოს რომელიღაც ქალაქში პოლიტიკური განწყობილება, აღმოჩნდეს ერთი კორონავირუსი ან საერთოდ არ აღმოჩნდეს და ჩაკეტავსს მთელ ქალაქს პოლიტიკური მოსაზრებით.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ცვლილებების პაკეტს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და არადემოკრატიულ ინიციატივად აფასებს ↓↓↓
ეს არის ბერკეტი იმისთვის,
რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნა უბრალოდ თავხედობაა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ.
პარლამენტის წევრი და პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება ↓↓↓
თუ ესეთი კანონი იქნება
მიღებული, „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურ მდგომარეობაში ჩააყენებს.
არჩევნების შედეგები შესაბამისად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. თუ ფიქრობენ, რომ დასავლელ პარტნიორებს დაუთმეს პატიმრების გამოშვება და ამის გამო ეს შერჩებათ ძალიან ცდებიან.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მიღებას სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება ↓↓↓
ხუნდაძეს და სხვებს ვურჩევდი
ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში, დაინახავენ რომ ყველა შეზღუდვას სჭირდება სამართლებრივი ჩარჩო. თუ საგანგებო ვითარება აღარ იქნება სამართლებრივი ჩარჩო, საკითხავია რა ლეგალური ჩარჩო გაამაგრებს შეზღუდვების დაწესებას.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ინიცირებულ ცვლილებებს გადატრიალების მცდელობად აფასებს↓
ეს არის გადატრიალების მცდელობა, კონსტიტუციური გადატრიალების..
საპარლამენტო რესპუბლიკასთან არათავსებადი კონცეფცია.
პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანო ხელისუფლება ხდება პარლამენტზე, კონსტიტუციაზე და საზოგადოებაზე ზემდგომი, შეუზღუდავი, რაც სერიოზული საფრთხეა. მსგავსი ქმედებები არაკონსტიტუციურია.
მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
რას ითვალისწინებს და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ?
პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ პრეზიდენტს მიმართავს.
პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, საქართველოს მთავრობას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
- შემოიღოს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
- აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება;
- აუკრძალოს მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;
- საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
- აკრძალოს გაფიცვების მოწყობა;
- შემოიღოს კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
- კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
- შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
- შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
- შემოიღონ კომენდანტის საათი.

საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვის რაც საჭიროა, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში.
ქალაქების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანების სახლში გამოკეტვა და სხვა, რასაც სჭირდებოდა პარლამენტის ნებართვა, ახლა ყველაფერს გააკეთებს მთავრობა.
რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნა უბრალოდ თავხედობაა.
მიღებული, „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურ მდგომარეობაში ჩააყენებს. 























