16:44 | 2021-07-04 ავტორი: Prime Time

თავმდაბალი და ვაჟკაცი იყო, სულ სხვის გადარჩენას ცდილობდა – ილო ბეროშვილი ბიჭზე, რომელმაც 14 წლის გოგო დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი, დაიღუპა

თავმდაბალი და ვაჟკაცი იყო, სულ სხვის გადარჩენას ცდილობდა – ილო ბეროშვილი ბიჭზე, რომელმაც 14 წლის გოგო დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი, დაიღუპა

თავმდაბალი, წყნარი, ჩუმი და ვაჟკაცი ბიჭი იყო,- ამბობს მსახიობი ილო ბეროშვილი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც დღეს მდინარე მტკვარში დაიხრჩო.

 

უკარგესი ადამიანი იყო, რომელიც ყველას ეხმარებოდა და ყველას გვერდში ედგა, სწორედ ამით იყო გამორჩეული.

 

თავმდაბალი, წყნარი, ჩუმი და ვაჟკაცი ბიჭი იყო. ბედისწერაა, როგორი სახელიც ჰქონდა, ისეთი ამბავი მოუვიდა, სულ სხვის გადარჩენას და დახმარებას ცდილობდა. ყველასთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა,“- ამბობს დაიჯესტთან“ ილო ბეროშვილი.

 

შეგახსენებთ, თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა ის გადაარჩინა. თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

X