
დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, სად დაინფიცირდა ის და მისი მეუღლე კორონავირუსით. როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტში ერთი კვირის წინ იმყოფებოდა.
“პარლამენტში ვიმყოფებოდი ერთი კვირის წინ. ვისთანაც მქონდა კონტაქტი, ყველა ინფორმირებულია, მათ შორის, ჩემი თანაპარტიელებიც. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელს სჯობს, თავს ცუდად არ ვგრძნობ. ვიცი, რომ მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს. ბავშვებს და ჩვენს ძიძას ვირუსი არ აქვთ. ინფიცირების წყაროს შესახებ წარმოდგენა არ მაქვს”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.






















