22:35 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

„თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ…“ – ნიკა მელია

„თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ…“ – ნიკა მელია

ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა - თამრიკო ჭოხონელიძე
2021-10-14ჩვენ არ დავიკვნესებთ, ჩვენ არ დავიჩოქებთ და დღეს ამის იმედი კიდევ ერთხელ მომეცა - თამრიკო ჭოხონელიძე

 

ნიკა მელიამ, ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

 

„ჩვენი ძალა არის სიმრავლეში, თავს უფლებას მივცემ და ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების სახელით ვეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაში შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და ღირსებას.

 

არც ერთ ჩვენგან არ გვიღირს ღირსების შელახვა, ამდენ ადამიანს ვერავინ, ვერც როდიონოვი, ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს, რადგან მართლები ვართ, როგორც არასოდეს. მეგობრები კითხულობენ, რა არის თქვენი გეგმა, გეგმა არის ერთადერთი, გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, ეს გეგმა არის გამარჯვება, გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა.

 

ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, 30 ოქტომბრამდე, პირველ რიგში უნდა გადავნაწილდეთ საარჩევნო უბნებზე, დამკვირვებლებად და წარმომადგენლებად, არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია. მართლაც უღირსი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც კიდევ თუ გაბედა ივანიშვილმა ჩვენი აბუჩად აგდება, ამ ყველაფერს ვაპატიებთ, გამორიცხეთ. 30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად, რათა წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი: Prime Time

X