
ამირან გამყრელიძე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ თავშეყრის შედეგები მეორე დღესვე არ გამოვლინდება.
„ეს ვთქვათ, გამოჩნდება ვისაც გადაედება ინფექცია, არა მეორე დღეს, არამედ მოთხე, მეხუთე, მეშვიდე დღეს, საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ. მყისიერად არ ხდება, თუ ინფექცია გავრცელდა საჯარო თავშეყრებიდან, სადაც ინფიცირებული იყო, ეს თავს იჩენს გარკვეული პერიოდის შემდეგ.
მათ შორის, ერთ-ერთ თავშეყრად განიხილება ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, ბრწყინვალე შვიდეულის ფარგლებში, სასაფლაოზე გასვლა, თავი შევიკავოთ, თუ რაღაც განსაკუთრებულია, ოჯახიდან ერთი წევრი წავიდეს. არ არის აუცილებელი და არ უნდა იყოს საფლავებზე ის, რაც გვახასიათებს. არცთუ ისე მისაღები ტრადიციაა, იქ ჭამა-სმა და ა.შ. ზოგადი მკაცრი რეკომენდაციაა ჩვენი, რომ წელს იყოს გამონაკლისი.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა.
მათ შორის, 86 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.






















