12:53 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

თბილისი – 976, აჭარა – 328, იმერეთი – 368 – კორონავირუსის შემთხვევები რეგიონებში 5 ნოემბერს

თბილისი – 976, აჭარა – 328, იმერეთი – 368 – კორონავირუსის შემთხვევები რეგიონებში 5 ნოემბერს

დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.

 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწიელბა რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 401 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 335.

ავტორი: Prime Time

X