
თბილისი -დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. მძღოლს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და საჭესთან მყოფი დაიღუპა. „პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ- ერთმა მგზავრმა მოახერხა.
ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებული არ არის. გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია და ის დედოფლისწყარო- თბილისის რეისებს, წლების განმავლობაში ასრულებდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა






















