20:01 | 2021-07-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში პირველი ღონისძიება დაიწყო

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში პირველი ღონისძიება დაიწყო

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს. კინოჩვენებაზე იმყოფებიან პრაიდის ორგანიზატორები, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს მაშინ, როდესაც ღონისძიების სტუმრები ტერიტორიაზე მივიდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

რადიკალური დაჯგუფებები აგრესიულები არიან არამხოლოდ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისა და სტუმრების მიმართ, არამედ მედიის მიმართაც. ისინი ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჟურნალისტებს და ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდებიან.

 

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რადიკალური დაჯგუფებების 11 წარმომადგენელი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X