15:19 | 2020-06-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„თბილისი პრაიდის“ ოფისის ფასადი უცნობმა პირებმა დააზიანეს

„თბილისი პრაიდის“ ოფისის ფასადი უცნობმა პირებმა დააზიანეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ სოზაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მათი ოფისის ფასადს, აივანსა და ფანჯარას გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს.

 

ერთსქესიანთა ქორწინებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, აგვიტანეთ „ფობიობანას“ გარეშე – უსუფაშვილი
2020-06-08ერთსქესიანთა ქორწინებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, აგვიტანეთ „ფობიობანას“ გარეშე – უსუფაშვილი

 

მისივე თქმით, მათ ოფისს რადიკალი ჯგუფები დაესხნენ თავს.

 

„საბედნიეროდ, პოლიცია ყოველთვის აქ არის, თუმცა როგორც ხედავთ, ისინი მათაც კი ვერ შეაჩერეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაასრულოს გამოძიება. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენც ვიმსახურებთ“, – წერს თამაზ სოზაშვილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X