
თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, კამაზის მარკის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც სამშენებლო მასალები გადაჰქონდა ნისანის მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.























