10:11 | 2021-05-02 ავტორი: Prime Time

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელის ერთ-ერთი ვაგონი რელსიდან გადავარდა – მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელის ერთ-ერთი ვაგონი რელსიდან გადავარდა  – მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

თბილისი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელის ერთ-ერთი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და მოწყდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.

 

შემთხვევა რიკოთის მონაკვეთზე,მატარებლის გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

 

“კიდევ კარგი გვირაბში ვიყავით,თორემ მატარებელი ამობრუნდებოდა, მეოთხე ვაგონი მთლიანად მოწყვეტილი და დაჭეჭყილია, ევაკუაცია მოახდინეს ვაგონის და ახლა გადმოყავთ ხალხი”,-უთხრა “პრაიმტაიმს” ერთ-ერთმა მგზავრმა.

 

ავტორი: თეა შონია
ავტორი: Prime Time

X