
რუსთავი 2- ის ცნობით, დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრები ოქროს მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 19 ივნისს ნაქირავებ აგარაკზე დიდი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს საქმის გარჩევის მიზნით, თბილისიდან 2 ავტომობილით ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ნაძალადევის რაიონიდან იყვნენ.
მონაყოლის მიხედვით, ისინი ფიზიკურად წვეულების სტუმრებს ჯერ აგარაკზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცენტრალურ მაგისტრალზე. საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, შავი ფერის, რომლის მარკაც უცნობია და ნაცრისფერი მერსედესი, რომელიც 20 ივნისს პოლიციამ ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.
ასევე ცნობილია, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, თუმცა მისი მონაყოლის მიხედვით, ნაკაწრები მან დამალვის დროს მიიღო.
სწორედ გურამ ამირხანაშვილია ის პირი, რომელმაც მონათხრობის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.
წყარო: rustavi2.ge






















