
13 მაისს გადაუდებელი სამუშოების გამო დენის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანში შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ უბნებში:
13 მაისი
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ანდრია დადიანის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
14 მაისი
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.






















