
31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 55-ე სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბანი ამერიკული ტელეარხის ABS NEWS-ის ეთერში მოხვდა.
ჟურნალისტი ჩართვისას აშშ-ის ჯორჯიის შტატში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე საუბრობდა. ეკრანზე კი სწორედ თბილისში გადაღებული ფოტო-მასალა გადიოდა.
თბილისში გადაღებულ ამ ფოტოსთან ერთად ეთერში გადიოდა სხვა ფოტო-მასალა და ილუსტრაციები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში იგივე FOX NEWS-მაც დაუშვა, როდესაც მარნეული შტატ ჯორჯიას „მიაკუთვნა“.























