08:31 | 2020-03-18 ავტორი: თათია ცუკოშვილი

თბილისის ავტობუსებში დღეიდან გარკვეული მომსახურების წესები იცვლება

თბილისის ავტობუსებში დღეიდან გარკვეული მომსახურების წესები იცვლება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან.

 

„საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დღეიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X