
თბილისის 32-ე სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის გამო თვითიზოლაციაში გავიდა მთელი კლასი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არიან მასწავლებლებიც.
სასკოლო სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
ირკვევა, რომ მეოთხეკლასელის გარდა, კორონავირუსი სკოლის დირექტორის მოადგილესაც დაუდგინდა.























