22:37 | 2021-02-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თბილისის ერთ-ერთ სკვერში სკამზე გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ერთ-ერთ სკვერში სკამზე გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სკამზე მჯდომი მოხუცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სკვერში ნაპოვნი მოხუცის გარდაცვალების მიზეზი გაყინვა გახდა.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

 

როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ასევე ნახეთ ვიდეო: აბაშიძეზე ავტომობილი კაცს დაეჯახა და მაღაზიაში შევარდა

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X