11:36 | 2020-09-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თბილისის ინფექციურში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ

ჩვენს კლინიკაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, დაგვემატა 2 და გვყავს 14 კოვიდინფიცირებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, კლინიკაში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.

 

სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X