20:17 | 2021-12-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თბილისის იუსტიციის სახლის შენობა, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი სტუმრობს, ექსპლუატაციაში მიღებული არაა – აუდიტი

თბილისის იუსტიციის სახლის შენობა, რომელსაც ყოველდღე ათასობით ადამიანი სტუმრობს, ექსპლუატაციაში მიღებული არაა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ამ დრომდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

 

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშის სარეკომენდაციო წერილშია აღნიშნული.

 

წერილში ნათქვამია, მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, არის მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობა:

 

კარგი სიახლე ჩინური ონლაინ მაღაზიების მომხმარებლებისთვის - თბილისში თქვენი ნივთი 10-12 დღეში ჩამოვა
2021-12-05კარგი სიახლე ჩინური ონლაინ მაღაზიების მომხმარებლებისთვის - თბილისში თქვენი ნივთი 10-12 დღეში ჩამოვა

 

„იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი“.

 

აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს:

 

„შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X