19:57 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კარანტინი გამოცხადდა – ბენეფიციარებს გარეთ გასვლა შეეზღუდათ

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კარანტინი გამოცხადდა – ბენეფიციარებს გარეთ გასვლა შეეზღუდათ

რა ხდება ხანდაზმულთა პანსიონატში? ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, როგორ იცავენ უსაფრთხოების ზომებს და რა პირობებში ცხოვრობენ მოხუცები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან?

 

ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორს, დარეჯან თომაძეს ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, ყველა საჭირო ზომა უკვე მიღებულია და დაწესებულებაში კარანტინი უკვე გამოაცხადა.

 

„როგორც კი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ. ინფიცირების რაოდენობის ზრდის შემდეგ, კარანტინი გამოვაცხადეთ და მოხუცების მნახველთა შემოსვლა პანსიონატში შევზღუდეთ. დღეში რამდენჯერმე ვანიავებთ მთლიან შენობას, ქლორით მუშავდება მთელი პერიმეტრი და კარის სახელურებიც კი. გარეთ აღარ ვუშვებთ ფეხით მოსიარულე ბენეფიციარებს, ასევე შესვენების დროს თანამშრომლებს.

 

სასადილოში აღარ ჩამოდიან საკვებად ჩვენი მოხუცები, რათა მათი თავშეყრა არ მოხდეს. თითოეულთან ერთჯერად ხალათში, ქუდსა და ხელთათმანებში აღჭურვილი პერსონალი შედის და არიგებს კერძებს. გავაუქმე ყველა შიდა და გარე ღონისძიება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X