
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი.
მერიის ინფორმაციით, ინფიცირებულთან ერთად მომუშავე ადამიანები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მათივე თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა. მერიაში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.






















