
სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
რაიონები, სადაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელი ლისის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, დოლაბაურის, წერნაკის, დესპინე გელოვანის და ეკატერინე ფორაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის და პუშკინის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.






















