13:07 | 2020-06-14 ავტორი: Prime Time

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

 

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 703.

 

  •  გარდაცვლილი – 14

 

  • კარანტინის რეჟიმში – 2795

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

 

ავტორი: Prime Time

X