
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.























