
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ ფილიალში, 17 მედიკოსს Covid-19 დაუდასტურდა.
„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ ფილიალში 20-მდე სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მე-10 ფილიალის თანამშრობლებს კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია 17 ექიმი. თბილისში კლინიკებში ადგილების დეფიციტია.” – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.
„პრაიმტაიმი“ ოფიციალური უწყების კომენტარს ხვალ დილით შემოგთავაზებთ.
დღეს, ოზურგეთში სასწრაფოს ხუთ ექიმს ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.























