
80 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, უკიდურესად მძიმეა,- ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკურად სახეზეა კოვიდ ინფიცირების შემთხვევა, ასევე ორმხრივი მწვავე პნევმონია.
ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მას ჩაუტარდა წინასწარი კვლევები და იგი მკურნალობს ავრცელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 81 წლის ქალს დაუდასტურდა






















