
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსი 81 წლის ქალს დაუდასტურდა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბეროზაშვილი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ჯერჯერობით მისი სუნთქვის პარამეტრების მოწესრიგება აპარატის გარეშე ხერხდება. ის არის ხანდაზმული, თანმხლები მძიმე პათოლოგიებით. ეს ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების მერე შემთხვევაა“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.
ასევე, დღეს დილით გახდა ცნობილი საქართველოში 14 ახალი ინფიცირებულის შესახებ.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















