00:26 | 2020-04-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

 

ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის თქმით, ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია, რომელსაც მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

კლინიკას მან სიცხით და ყელის ტკივილით მიმართა.

 

მამაკაცს შესაბამისი ტესტირების ჩატარების შედეგად, Covid-19 დაუდასტურდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X