09:34 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 13 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს.

 

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ანდრია დადიანის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X