16:01 | 2021-09-18 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თბილისში 11 წლის ბავშვს ყოფილმა პატიმარმა მოატყუა, რომ მისი მამა იყო, მოზარდმა დედის მეუღლე მოკლა – ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკული დასასრული აქვს

თბილისში 11 წლის ბავშვს ყოფილმა პატიმარმა მოატყუა, რომ მისი მამა იყო, მოზარდმა დედის მეუღლე მოკლა – ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკული დასასრული აქვს

2004 წელს თბილისში მამის მკვლელობის ბრალდებით 11 წლის მოზარდი დააკავეს. ბავშვის დაკითხვა დედისა და ადვოკატის თანხლებით მიმდინარეობდა. საქმეში მთავარი ფიგურა რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ზ. იყო, რომელიც სასტიკი დანაშაულისთვის ვერ გაასამართლეს.

 

ამბავი, რომელიც წლების წინ მოხდა და მაშინ საზოგადოება შოკში ჩააგდო ერთი ოჯახის ტრაგედიას გასცდა. გარდაცვლილი მამა, განადგურებული დედა და ფსიქიკაშერყეული მოზარდი.

 

საქმის მასალების მიხედვით სკოლაში მიმავალ 11 წლის ს.გ-ს უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ მისი მამა იყო, ხოლო ის ვისაც ბიჭი მანამდე მამად თვლიდა მამა კი არა, მხოლოდ დედის მეუღლე იყო. უცნობი მოზარდს ასევე მოუყვა, რომ ის ციხეში მოხვდა, როცა დედამისი მასზე ფეხმძიმედ იყო, მას ქალი უყვარდა, თუმცა რადგან მისთვის კომფორტის შექმნა ვერ შეძლო, ქალმა ის სხვა მამაკაცში გაცვალა და იქორწინა.

 

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ 11 წლის მოზარდი შეიცვალა, აგრესიული გახდა და დედას სიმართლის გამხელა მოსთხოვა. დედამ უცნობი მამაკაცის მიერ შვილისთვის ნაამბობი უარყო და ბიჭს არწმუნებდა, რომ უცნობი მამაკაცი მისი მამა არ იყო. ქალი  ყველანაირად ცდილობდა ბავშვი ამ დიდი ემოციური ტრამვისგან დაეცვა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი საბედისწეროდ დასრულდა. 11 წლის ბიჭმა ფანჯარასთან მისულ მამას ხელი ჰკრა და გადააგდო.

 

ამონაწერი საბრალდებო დასკვიდან:

 

“წინასწარი მოკვლევის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 1992 წელს ნ. ც.-მ გაიცნო მანამდე ნასამართლევი დ.ზ. რამდენიმეთვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დ.ზ. ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც ქალმა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ ის ამ დროს ორი თვის ორსული იყო. თუმცა ქალის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი ორსულობა შეწყდა და მან ბავშვი დაკარგა.

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ყაჩაღობის გამო, დ.ზ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მოწმის დაკითხვებით დასტურდება, მსჯავრდებული ციხეში მუდმივად ცდილობდა ყოფილ საყვარელთან დაკავშირებას, მაგრამ ქალი მასთან კონტაქტს თავს არიდებდა. წინასწარი მოკვლევით ასევე დადგინდა, რომ დ.ზ. ქალს მუდმივად მოკვლით ემუქრებოდა”.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 11 წლის ბავშვი მოკლულის ბიოლოგიური შვილი იყო. როცა ამის შესახებ 11 წლის მოზარდს აცნობეს, ბავშვი დამუნჯდა. თითქმის 2 წლის განმავლობაში დედა და ფსიქიატრი ცდილობდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. 11 წლის მკვლელს რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ სურდა.

 

რაც შეეხება დ.ზ.-ს , ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ ის გაათავისუფლეს, რადგან მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა.

 

 

 

 

ნახეთ: ზღვით, ჰაერით, ხმელეთით – რამდენჯერ დაანონსა და გადაიფიქრა სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება?

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Prime Video Logo
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X