11:59 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

თბილისში 21 წლის ბიჭი გამვლელმა დაჭრა, შემდეგ კი გაიქცა

თბილისში 21 წლის ბიჭი გამვლელმა დაჭრა, შემდეგ კი გაიქცა

თბილისში, გლდანის დასახლებაში 21 წლის ზუგდიდელი გიგი თოლორაია შემთხვევით გამვლელმა პირმა დაჭრა. შემთხვევა სათვალთავალო კამერამ დააფიქსირა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ დაჭრილის ნათესავმა უთხრა, კამერებში ჩანს, გვერდს უვლის და უკნიდან ურტყამს სამჯერ, შემდეგ კი გარბის.

 

ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! რა ვთქვა აღარ ვიცი - პაატა იმნაძე
2021-05-18ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! რა ვთქვა აღარ ვიცი - პაატა იმნაძე

 

„გუშინ თბილისში მამიდაშვილის ბიჭი (21 წლის გიგი) ფსიქიურად შეურაცხადმა გამვლელმა დაჭრა, სათვალთვალო კამერებმა გადაიღო ფაქტი. ნეკნები და სამი ორგანო აქვს დაზიანებული, ერთი ამოუღეს.

 

ვის უნდა მოვკითხოთ, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ სპეციალიზებულ კლინიკებში და საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემომყოფებს, საერთოდ ვის მოვთხოვოთ უსაფრთხო ცხოვრების უფლება?

 

ღმერთს ყვარებიხართ, მალე გამოჯანმრთელება განსაკუთრებულად კარგ ბიჭ გიგის“,- წერს სოციალურ ქსელში გიგის მამიდაშვილი ნათია გოგოხია.

 

მომხდარზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X