22:03 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

თბილისში აღმოჩენილია 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი – ოჯახი ცხედართან ერთად ცხოვრობდა

თბილისში აღმოჩენილია 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი – ოჯახი ცხედართან ერთად ცხოვრობდა

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, აღმოჩენილია 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი.

 

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, მთელი ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები ბინაში ცხედართან ერთად იმყოფებოდნენ.

 

როგორც, 38 წლის შვილი, ზურა განმარტავს, დედის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. ის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

მისი თქმით, ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და არ უნდოდა მეზობლების შეწუხება,სწორედ ამიტომ არ შეატყობინა დედის გარდაცვალება არავის.

 

მეზობლის თქმით, მან ზურასთან მოიკითხა დედამისი რა დროსაც შეიტყო, რომ ქალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მეზობელმა გადაწყვიტა, რომ პოლიციისთვის მიემართა.

 

გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: Prime Time

X