15:12 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა – „ცნობილი ადამიანის კერძო დაცვაში მუშაობდა“

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა – „ცნობილი ადამიანის კერძო დაცვაში მუშაობდა“

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ხ, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

 

„ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ ამ დროს. არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს. მუშაობდა კერძო დაცვაში, ცნობილ პირს იცავდა (ვინაობას არ ვაკონკრეტებთ – ავტ.)“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი.

 

მისი თქმით, მამაკაცს სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.

 

 

ავტორი: Prime Time

X