
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახალგაზრდა ქალი 20 სართულიანი შენობის მე-19 სართულიდან გადმოხტომით იმუქრება.
“პრაიმტაიმს” ერთ-ერთი თვითმხილველი დაუკავშირდა. მისივე ინფორმაციით, ქალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომით იმუქრება, ამბობს, რომ შვილები ჰყავს და მეტ პრობლემას ვეღარ უძლებს.
“სპორტის სასახლესთან საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ახლა, ამ წუთებში, 20 სართულიანი საოცხვრებელი კორპუსის მე-19 სართულიდან ქალი გადმოხტომით იმუქრება. ამბობს, რომ 4 შვილი მყავს, ამას ვეღარ გავუძლებ, არავის დავაჩაგვრინებო. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მაშველებმა კორპუსის წინ ბატუტი გაშალეს, ნაწილი კი შენობაში შევიდა. იმედია, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მოხერხდება.” – ამბობს თვითმხილველი.
“პრაიმტაიმი” მომხდარზე დამატებით დეტალებს არკვევს.






















