
თბილისის აეროპორტში „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 179 მოქალაქე იმყოფებოდა.
ისინი აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადავლენ. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისს განახორციელებს.
საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.






















