19:42 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

თბილისში ბალახის თიბვის დროს ადგილობრივებმა ცხედარი იპოვეს

თბილისში ბალახის თიბვის დროს ადგილობრივებმა ცხედარი იპოვეს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ბალახის თიბვის დროს ადგილობრივებმა ცხედარი იპოვეს.

 

გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უცნობია, ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. ამ დროისთვის ასევე უცნობია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

 

გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X