20:36 | 2020-07-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“თბილისში ჩინელი გოგო დაიბადა” – რას ჰყვება ცნობილი ექიმი, რომელსაც დედამ შვილის მეურვეობა მიანდო

“თბილისში ჩინელი გოგო დაიბადა” – რას ჰყვება ცნობილი ექიმი, რომელსაც დედამ შვილის მეურვეობა მიანდო

კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოში ჩინელი გოგონა ზივან ზაო დაიბადა.

 

პატარა ინ-ვიტრო განაყოფიერებით გაჩნდა და მასზე მეურვეობა „კარაპს-მედლაინის“ ექიმმა, წარმატებულმა რეპროდუქტოლოგმა მანანა ქოჩიაშვილმა მიიღო. რისი უფლებაც პატარას დედამ მიანიჭა.

 

ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ჩინელი გოგონას ბიზნესვუმენმა დედამ, მოახერხა, საქართველოში ჩამოფრინდა, კარანტინიც გაიარა და ნანატრ შვილს შეხვდა.

 

ზინ ზაო

 

„პრაიმტაიმი“ მანანა ქოჩიაშვილს ესაუბრა, რომელიც ჩინელი გოგონას ისტორიას დეტალურად გვიამბობს.

 

– მე ვიყავი მინდობილი პირი და ორი დღის წინ სამსახურში მომიტანეს ბავშვის პირადობის მოწმობა. ამ პატარა გოგონას საინტერესო ისტორია აქვს, მისმა მშობლებმა, საქართველოში სხვადასხვა კლინიკაში სცადეს ინ-ვიტრო განაყოფიერება, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

წარმატებული ადამიანები არიან მისი მშობლები, მამამისს ჰყავს მეგობარი თორნიკე, რომელიც მუშაობს თოდუას კლინიკაში, სხვივურ ინჟინერად.

 

12 წლიანი უშვილობის შემდეგ, ჩემთან მოვიდნენ და ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაუჩნდათ შვილი და ამ ჩინელ წყვილსაც ურჩიეს ჩვენთან მოსვლა.

 

ჩავუტარეთ გამოკვლევები, აღმოჩნდა, რომ ამ გოგონას ერთხელ ჰქონდა ბუნებრივი ორსულობა, მაგრამ საშვილოსნოში ჰქონდა ისეთი პრობლემა, რატომაც აუცილებელი იყო ინ-ვიტრო განაყოფიერება. ჩვენ მივიღეთ ჯანმრთელი ემბრიონი და 36 წლის ასაკში ის გახდა დედა.

 

– რა მოთხოვნები ჰქონდა სუროგატი დედის შერჩევისას?

 

– უცნაურია, მაგრამ მან მოითხოვა სუროგატი დედა, რომელსაც ჰყავდა 3 და მეტი შვილი, ასევე ჰყავდა მეუღლე. როცა ვკითხეთ, რატომ ეძებდა ასეთ დედას, თქვა, მინდა ჩემი შვილი, მუცლად ყოფნის პერიოდიდან თბილ და ოჯახურ გარემოში გაიზარდოსო.

 

შევარჩიეთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნამდვილი ოჯახის ქალი, ოთხი შვილის დედა, რომელსაც არ ჰქონდა სახლი და ამ თანხით, მან ორსართულიანი სასახლე იყიდა იმერეთში.

 

სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა
2020-05-17სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა

 

ჩინელმა ქალბატონმა დაათვალიერა ის სახლი, ნახა რომ არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, ინვენტარი და უყიდა.

 

ორსულობის პერიოდში სუროგატ დედასთან, რომ ჰქონოდა ურთიერთობა გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა.

 

აიყვანა ქართულის პედაგოგი, ასევე ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლაც გადაწყვიტა, თუმცა მოულოდნელად დაურეკეს და გაიგო, რომ მის ერთ-ერთ მშობელს ონკოლოგიური დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ სასწრაფოდ მოუხდა საქართველოდან გამგზავრება.

 

ჩავიდა, მშობელს უმკურნალა და ამასობაში დაიწყო პანდემია, რის გამოც უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

 

ყურადღება ჩინეთიდანაც არ მოუკლია არც ჩვენთვის და არც ბავშვის სუროგატი დედისთვის. სპეციალური აპლიკაცია გაგვაკეთებინა, სადაც აკონტროლებდა, როდის რა კველევები იყო ჩასატარებელი.

 

დამატებითი კვლევებიც ჩავატარეთ, ასევე, მოითხოვა გენეტიკური ანალიზის ჩატარება და ორ თვეში ჩვენ ვიცოდით ბავშვის სქესი.

 

რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, ექიმი თეკლა ხარაიშვილი ზინ ზაოს კლინიკიდან გამოყვანისას

 

 

24 საათი კონტაქტზე იყო, მე სამედიცინო საკითხებს ვაგვარებდი, ხოლო ჩემი მარჯვენა ხელი, თეკლა ხარაიშვილი საორგანიზაციო საკითხებს, ფაქტიურად არ ეძინა თეკლას. მასთან მუდმივ კონტაქტზე იყო.

 

– როგორ მოახერხა ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსვლა?

 

– უამრავი ჩინელი ბავშვია საქართველოში, რომელიც მშობელს ელოდება, ჩინეთიდან ჩამოსვლა ძალიან რთულია და ამ გოგომ როგორ მოახერხა ვერ ვხვდები.

 

ამსტერდამიდან ჩამოვიდა ჩარტერული რეისით 15 ივნისს. მანამდე უგზავნიდა წერილებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბევრი იბრძოლა ჩამოსვლისთვის.

 

ორკვირიანი კარანტინი გაიარა, 29 ივნისს გამოვიდა კარანტინიდან, მივიდა ღუდუშაურის კლინიკაში, გამოიყვანა ბავშვი და პირველად სწორედ ჩვენთან მოიყვანა.

 

მითხრა შენ ხარ ამ ბავშვის მეორე დედა, რადგან პირველივე წამებიდან ზრუნავ მასზეო.

 

– რამდენი კილოგრამი დაიბადა ბავშვი?

 

– ბავშვი დაიბადა 3.3330 გრამი და 50 სმ კლინიკა „ჰერაში“. სამშობიაროდან მე და თეკლამ გამოვიყვანეთ, ამის შემდეგ კი გადავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ასეთი ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი ბაგა-ბაღი არსებობს.

 

ახლა საქართველოში არიან და უნდა ძიძა აუყვანოს პატარას, რომელიც ბავშვის გაზრდაში დაეხმარება.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X