12:53 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

თბილისში დაგეგმილ თავისუფლების მარშს რეგიონებიც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ თავისუფლების მარშს რეგიონებიც უერთდებიან

მსვლელობა თავისუფლებისთვის – მოქალაქეები თბილისში დაგეგმილ აქვიას სამეგრელოდანაც უერთდებიან. ზუგდიდიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად,დილის 6 საათიდან 500-მდე ადამიანი წამოვიდა. ასევე,რამდენიმე ასეული ადამიანი დაიძრა მარტვილიდან, სენაკიდან და აბაშიდან.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ოპოზიციამ საერთო სტრატეგია ენმ-ის ოფისში ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა, რომელსაც მოქალაქეებს დღეს გააცნობს.

 

თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, კახეთიდანაც შეუერთდებიან. აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველების ერთი ნაწილი, თელავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლექსო ძულიაშვილის განმარტებით, პროტესტის გამოხატვის მსურველები, თბილისში, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან ცალ-ცალკე წავიდნენ.

 

„ყველა ერთად არ შევკრებილვართ. ეს შეუძლებელიც იყო, იმდენი მსურველი გამოჩნდა. ჩვენ თელავიდან მივდივართ, პოზიცია რომ გამოვხატოთ. ეს საპროტესტო მუხტი აღარ ჩაცხრება და აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე”- განაცხადა ძულიაშვილმა.

May be an image of 4 ადამიანი

თბილისში თავისუფლების მარშს საცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან. დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთიდან. აქციას რეგიონიდან 700-მდე მოქალაქე შეუერთდება. “ვროპული საქართველოს” 50-მდე წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 600-მდე მხარდამჭერი და პარტია „ლელოს“ 20-მდე წარმომადგენელი თბილისში დილით გაემგზავრა.

„ორ ფრონტზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთი საერთაშორისო პარტნიორები და მეორე ფრონზე ჩვენ ვიბრძვით. უნდა ვაიძულოთ, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დანიშნონ თავისუფალი, ვადამდელი არჩევნები“, – გვითხრა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ახალქალაქში არსენ კარაპეტიანმა.

 

„ჩვენი აქცია დღეს უნდა დაკმაყოფილდეს, ჩვენ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ყველაფერს ერთიანად ვითხოვთ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ახალციხეში დავით ბალიაშვილი.

 

საპროტესტო აქცია, თბილისში, პარლამენტის წინ, 15 საათზეა დაგეგმილი. მანამდე, აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის მიმართულებით დაიძვრებიან.

 

საპროტესტო აქციები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მოჰყვა, რომელსაც გამოძიება, 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედავებ

 

 

ავტორი: Prime Time

X