17:50 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

თბილისში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი იყო, ცოტა ხნის წინ, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი გაზგასამართ სადგურს გაუჩნდა.

 

როგორც “პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ავტორი: Prime Time

X