14:45 | 2020-08-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თბილისში ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

თბილისში ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

თბილისში 12 აგვისტოს, გვიან ღამით არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137/ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 8 წლამდე.

 

მოძალადე ცხელ კვალზე დააკავეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X