12:41 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

თბილისში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

თბილისში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მათ ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

ავტორი: Prime Time

X