10:00 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

 

ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ავტორი: Prime Time

X