
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა, ამ ინფორმაციაზე სკოლის დირექტორის მოადგილე საუბრობს.
ქეთი მიქანაძის თქმით, პედაგოგის ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.
ასევე, ვირუსული ინფექცია აღენიშნება ამავე სკოლის სამ მოსწავლეს, თუმცა ისინი სასწავლო დაწესებულებაში არ დადიოდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მასწავლებლები თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ, ხოლო სკოლა ორი კვირით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე მომავალი კვირიდან გადავა.























