11:28 | 2021-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

„სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოხსნილია სათვალე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე, რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტების, არ დავიწყებ ჩამოთვლას, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი.

 

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
2021-08-04საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რთულია, მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანადლიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X